სომხეთის ეროვნულმა კრებამ ქვეყნის პრეზიდენტად მმართველი პარტიის კანდიდატის არმენ სარგსიანის არჩევას მხარი დაუჭირა. სარგსიანს პარლამენტის 90-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 10 წავიდა. ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს. სულ კენჭისყრაში 101 კანონმდებელი მონაწილეობდა.
სარგსიანის კანდიდატურის დასამტკიცებლად საკმარისი იყო 79 ხმა.
არმენ სარგსიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლეს.
ეს არის სომხეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი არა ხალხმა არამედ პარლამენტმა აირჩია.
სარგსიანი ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩია. 1996-1997 წლებში იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
არმენ სარგსიანი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 9 აპრილს დაიწყებს. სწორედ ამ დღეს ეწურება ვადა მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს.

