რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა განაცხადა, რომ სტუდია Netflix-ის სრულმეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმები არ უნდა წარადგინონ პრემია “ოსკარზე”. მისი თქმით, თანამედროვე კინემატოგრაფიის ბაზარზე ახალმა საფრთხემ იჩინა თავი. ინფორმაციას გამოცემა Deadline-ი ავრცელებს.
სპილბერგმა აღნიშნა, რომ ასეთი პროექტები სიმბოლური ფილმებია, რადგან მათი გაქირავება მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება ზოგიერთ კინოთეატრში. “როდესაც გადადიხართ ტვ-ფორმატზე, მაშინ ამზადებთ ტელეფილმს. ეს კარგი შოუა და გეკუთვნის “ემი”, თუმცა არა “ოსკარი”, – აღნიშნა რეჟისორმა.
სტივენ ალან სპილბერგი – სამგზის “ოსკარით” დაჯილდოებული ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. მას აქვს გადაღებული ისეთი ფილმები როგორებიცაა “შინდლერის სია”, “რიგითი რაიანის გადასარჩენად”, “ყბები”.
იმედინიუსი