სტეფანე მღებრიშვილი ამსტერდამში ბომჟი ეგონათ – ”სენდვიჩების მაღაზიაში მითხრეს, უფასო კვება 2 საათში გვექნებაო”

სტეფანე მღებრიშვილი ამსტერდამში ბომჟი ეგონათ - ”სენდვიჩების მაღაზიაში მითხრეს, უფასო კვება 2 საათში გვექნებაო”მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ამსტერდამში მიიწვიეს. ის სატელევიზიო გადაცემაში ევროვიზიაზე მისი და სამი გოგოს – ნინი ბადურაშვილის, ქრისტინე იმედაძის და თაკო გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ სიმღერაზე “პუტინ დისკო” ისაუბრებს.
ამსტერდაში ჩასული სტეფანე თავისი ჩაცმულობის გამო მაღაზიის მეპატრონეს ბომჟი ეგონა:
”ვინც მიცნობს, იცის რომ ბომჟური ჩაცმა მიყვარს. რაც ძველი უფრო მეკომფორტულება და კარგად ვარ, გამოწყობას და ახალ ტანსაცმელს ვერ ვიტან. ამსტერდამშიც სულ ესე დავდივარ, იქ ყველა ესე დადის.
მოკლედ, ღამე მომშივდა, სენდვიჩების მაღაზიაში ჩავედი და კაცმა შემომხედა და “ჯერ უფასო კვება არ გვაქვს, 2 საათში მოდითო”.

იმის მერე ვიცინი, ეხლაც მარტო ვზივარ და ვიცინი”, – დაწერა სტეფანემ ფეისბუქში.