სტივენ ჰოკინგი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიაზე მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. ამის შესახებ The Journal-ი წერს.
ჰოკინგი ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის, ჩარლზ დარვინის და სხვა ბრიტანელი მეცნიერების საფლავების გვერდით დაკრძალეს.
ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა.
ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს.
ლონდონში, ვესტიმნსტერის სააბატოში დიდი ბრიტანეთის ბევრი საზოგადო, პოლიტიკური და კულტურის მოღვაწეა დაკრძალული. 18-ე საუკუნის შუა წლებამდე ის ინგლისელი მონარქების დაკრძალვის მთავარი ადგილი იყო.
იმედინიუსი

