ტატიანა დარსალია, კემეროვის მე-17 სკოლაში ინგლისურის მასწვლებელი დ აღმზრდელობით სფეროში დირექტორის მოადგილე იყო. ის , ორი დღის წინ მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა, მაშინ როცა სხვის გადარჩენას ცდილობდა.როგორც რუსული მედია წერს, 25 მარტს, 37 წლის ტატიანა და მისი 14 წლის ქალიშვილი იმ სავაჭრო-გასართობ ცენტრში მყოფებოდნენ, რომელიც დაიწვა.
ერთ-ერთი თვითმხილვევის თქმიუთ, როდესაც პანიკა დაიწყო, ტატიანამ მოახერხა მისი შვილი შენობიდან გაეყვანა. თუმცა, როდესაც გაიგო, რომ შენობის ზედა სართულზე ბავშვები იყვნენ დარჩენილები, მათ გამოსაყვანად ავიდა, მაგრამ იქიდან გამოსვლა ვერ შეძლო. ძლიერმა ხანძარმა და კვამლმა ამის საშუალება არ მისცა.
მისი ცხედარი უკვე ამოიცნეს ნათესავებმა.
როგორც მისი მოსწავლეები რუსულ მედიასთან აცხადებენ, ტატიანა იყო მასწავლებელი, რომელიც ყველას უყვარდა და რომელიც ახერხებდა მისი საგანი ყველასთვის შეეყვარებინა.
ნიუპოსტი

