დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს გრუ-ს ექს-პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლა ოფიციალურად დააბრალა.– ახლა ცხადია, რომ ბატონი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს იმ ტიპის საბრძოლო ნერვიულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელიც რუსეთში იწარმოება, – განაცხადა მან დღეს პარლამენთის თემთა პალატაში გამოსვლისას.
ტერეზა მეიმ სკრიპალის მოწამვლას უწოდა რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედება დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ.

