ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით თბილისში. ვეძისში ქვეითად მოსიარულეს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებულია 26 წლის ახალგაზრდა, რომელიც თავის არეში მიყენებულიდ დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა.
მძღოლი 60 წლამდე ასაკი მამაკაცია, რომელმაც, შსს-ს ცნობით, მიმალვა სცადა, თუმცა ის მოგვიანებით დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავების დროს მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. შესაბამისად, მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით არის აღძრული.
ნიუპოსტი

