თბილისში ოპელი ხეს დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში ოპელი ხეს დაეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპათბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.