თელავში მანქანა ხეს შეეჯახა – დაიღუპა 23 წლის მძღოლი

თელავში მანქანა ხეს შეეჯახა - დაიღუპა 23 წლის მძღოლითელავში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანებები მიიღო ორმა მგზავრმა. ისინი თელავის რეფერალურ საავდმყოფოში არიან მოთავსებული.

ერთი მათგანი გულ-მკერდის დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი თავის ტრამვებით ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

პირველი