ამ განცხადებას მომღერალი თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ავრცელებს და თან მის გულშემატკივრებს ტყუილისთვის ბოდიშს უხდის:
– გავთხოვდი!
ვიცი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება უფრო საინტერესო და აქტუალურია, ასევე ჩემი წონის, გახდომის და გასუქების პრობლემაც…
მაგრამ დამიჯერეთ, უფრო საინტერესოა ის, თუ როგორ გავიზარდე მუსიკალურად და როგორ მიყვარს ის საქმე, რომელსაც ჩემი ცხოვრება მივუძღვენი….
ასე რომ, მოუსმინეთ ჩვენს ახალ სიმღერას ძალიან ძალიან მაგარ ბიჭებთან ერთად და შეიყვარეთ ისე, როგორც მე მიყვარს.
მაპატიეთ ტყუილისთვის, უბრალოდ სხვანაირად ყურადღება ვერ მივიქციე და რაც მთავარია, დაელოდეთ ჩვენს ახალ სიმღერებს.