”თვალებიდან სისხლის მდინარეები ჩამოდიოდა… ლიფტში გამოუჭერია…” – 13 წლის მოზარდის ცემისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – ვიდეო

”თვალებიდან სისხლის მდინარეები ჩამოდიოდა... ლიფტში გამოუჭერია...” - 13 წლის მოზარდის ცემისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - ვიდეოთბილისში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

მომხდარი შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა მტკიცებით, დაკავებულმა არასრულწლოვანს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.

თვითმხილველების განცხადებით, მათ დაახლოებით ერთი საათის წინ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გაიგეს ყვირილი, შემდეგ კი აღმოაჩინეს მოზარდი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

– თვალებიდან სისხლის მდინარეები ჩამოდიოდა… ლიფტში გამოუჭერია… ოღონდაც დაბრმავებული არ იყოს, ზალინ ნაცემის, – აცხადებს 13 წლის მოზარდის ოჯახის წევრი

ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ტვინის შერყევა და მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს დაქვეითებული.

– გადაუდებელი დახმარების შოკის დარბაზშია მოთავსებული კონტაქტურია კითხვებზე პასუხს გვცემს, კისერზე აქვს ტრაგულაციური ხაზი ამჟამად მიდის პაციენტის კვლევები, კომპიუტერული კვლევით ანატომიური დაზიანებები არ აღენიშნება კლინიკურად აქვს ტვინის შერყევის ნიშნები, მხედველობა მარჯვენა თვალში დაქვეითებული აქვს – განაცხადა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის 2-ე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით დაწყებულია, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;

შსს-ში ამ საქმეზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ.