ტიბო კურტუა: ”პირველი გოლი ჩემი ბრალი იყო”

ტიბო კურტუა: ”პირველი გოლი ჩემი ბრალი იყო”ჩელსის ბელგიელმა მეკარემ ტიბო კურტუამ ბარსელონასთან მარცხზე ისაუბრა და თქვა რომ პირველი გოლი მისი შეცდომის შემდეგ გავიდა. კურტუას თქმით ის არ ელოდებოდა რომ იმ ეპიზოდში მესი კარში დაარტყამდა და ამის გამო მან რეაქვია დააგვიანა:

”ჩელსიმ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ინდივიდუალურმა შეცდომებმა ყველაფერი გადაწყვიტა. სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ პირველი გოლი ჩემი ბრალი იყო და ამის გამო ჩელსის ზიანი მიადგა. ეს შეხვედრა უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ”–განაცხადა ტიბო კურტუამ.

ჩელსიმ ბარსელონასთან სტუმრად 0:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.