ტრამპმა ანტირუსული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა

ტრამპმა ანტირუსული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სპეციალური განკარგულებით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქციების გახანგრძლივება უკრაინის საკითხს, ყირიმის ოკუპაციასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ იგი კიდევ ერთი წლით, ძალაში ტოვებს 2014 წლის 6 მარტს ბარაკ ობამას მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო იყო შემოღებული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ვითარება არ შეცვლია და რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას სუვერენული ქვეყნის მიმართ.