აშშ-ის პრეზიდენტს ივანკა ტრამპისა და მისი მეუღლის, ჯარედ კუშნეის თეთრი სახლიდან გაგდება უნდა. The New York Times-ის ცნობით, ქალიშვილისა და სიძის გაგდების საკითხის მოგვარება დონალდ ტრამპმა აპარატის უფროსს, ჯონ კელის დაავალა.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტის თანაშემწეები ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი ჯერ კიდევ თეთრ სახლში ცხოვრობენ. ამასთან, თავად პრეზიდენტიც თავის მრჩევლებთან საუბარში აცხადებს, რომ მის ქალიშვილსა და სიძეს ეს თანამდებობები თავიდანვე არ უნდა დაეკავებინათ.
გაზეთის ცნობითვე, ივანკა ტრამპსა და ჯარედ კუშნერს მიაჩნიათ, რომ მათ თავიანთი მოვალეობები უნდა გააგრძელონ.

