საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი მამუკა გორგოძე ტრავმით გამოწვეული პაუზის მერე მინდორს დაუბრუნდა და პირველივე მატჩში ლელოს დადება მოახერხა.
გორგოძის “ტულონი” შინაურ კედლებში საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონ “კლერმონს” დაუხვდა და გამანადგურებელი ანგარიშით 49:0 მოუგო. მამუკა თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო და 6 წუთში ლელოც დადო.
მასპინძელთა ტრიუმფში თავისი წვლილი ქართველმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამაც შეიტანა, რომელმაც 53-ე წუთიდან ითამაშა. ორმა ქართველმა ლეგიონერმა კი “კლერმონელთა” მაისურით იასპარეზეს.
დავით ზირაქაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, ოთია გიორგაძე კი მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა. ტულონელებმა 63 ქულა მოაგროვეს და ტოპ 14-ში მე-4 ადგილი შეინარჩუნეს, “კლერმონი” კი 45 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
იმედინიუსი

