ვაკეში, ჭავჭავაძეზე, მანქანა ამობრუნდა

ვაკეში, ჭავჭავაძეზე, მანქანა ამობრუნდავაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთი-ერთი ავტომობილი ამობრუნდა. მომხდარის შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ავტომობილების მძღოლებმა.
ავარიის გამო, დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.