ჟურნალმა New Musical Express-მა (NME) ბეჭდური გამოცემა შეწყვიტა. ამიერიდან ყველა მასალა მხოლოდ ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ BBC წერს.
66 წლის განმავლობაში NME მნიშვნელოვანი მუსიკალური ჟურნალი იყო. გამოცემის დახურვის მიზეზი ბეჭდური პროდუქციის წარმოებაზე ფასის ზრდა და ასევე სარეკლამო ბაზარზე შექმნილი რთული სიტუაცია გახდა.
NME მუსიკალური ჟანრების შექმნაზე და განვითარებაზე წერდა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბევრი მუსიკალური ჟანრი პოპულარული სწორედ ჟურნალის წყალობით გახდა.
ჟურნალის პირველი ნომერი 1952 წლის 7 მარტს გამოვიდა.
იმედინიუსი