ზლატანი კარიერას ლონ ანჯელეს გელექსიში გააგრძელებს

ზლატანი კარიერას ლონ ანჯელეს გელექსიში გააგრძელებსმანჩესტერ იუნაიტედის შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კარიერას ლოს ანჯელეს გელექსიში გააგრძელებს. ზლატანის ამერიკაში ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილი ამბავია და მხოლოდ დეტალებია შესათანხმებელი.

ბოლო პერიოდში იბრაჰიმოვიჩი იშვიათად თამაშობდა მანჩესტერის შემადგენლობაში და არსებობდა ჭორები იმის შესახებ რომ მას ჟოზე მოურინიოსთან უთანხმოება აქვს.

იბრაჰიმოვიჩი უკვე 36 წლის არის და მისმა კარიერულმა პიკმა უკვე ჩაიარა, თუმცა ზლატანის აზრით მას ისევ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედში 2016 წელს გადავიდა.