გერმანიაში ქალაქ მიუნსტერში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.
ავტომანქანა კაფეს წინ განთავსებულ მაგიდებში შევარდა.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დაღუპულია 3 და დაშავებულია 30 ადამიანი, რომელთაგან 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა თავი მოიკლა.
სამართალდამცველები დაშავებულთა და გარდაცვლილთა ზუსტ რიცხვს ჯერჯერობით არ ასახელებენ და მოსახლეობას მოუწოდებენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სიარულისგან თავი შეიკავონ.
ისინი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებულ სხვა ეჭვიტანილს არ ეძებენ.
მომხდარი კვალიფიცირებულია როგორც თავდასხმა, თუმცა მას ტერაქტის სტატუსი ჯერ მინიჭებული არ აქვს.
ნიუპოსტი

