შვედი დიჯეი და პროდიუსერი ტიმ ბერგლინგი, იგივი ავიჩი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ავიჩი ომანის დედაქალაქ მასკატში დღეს ნახეს გარდაცვლილი.
დი-ჯეის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მუსიკოსმა 2016 წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კონცერტებზე გამოსვლა შეწყვიტა.
მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას ავიჩის კოლეგები გამოთქვამენ. პოპულარული დი-ჯეი კელვინ ჰარისი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს და „ტვიტერზე“ წერს, რომ Avicii ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, რომელსაც კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო.
გრემის ორგზის ნომინანტ შვედ დი-ჯეის ორი სტუდიური ალბომი ჰქონდა გამოცემული: True (2013) და Stories (2015), სახელი კი გაითქვა ჰიტებით: “Levels” და “Wake Me Up”.
დიჯეი ავიჩი, მსოფლიო ტურნეს დროს, ერთ ღამეში 250.000 აშშ დოლარს იღებდა.
რეგინფო, ნიუპოსტი