საფრამგეთის საინფორმაციო სააგენტო “ფრანც პრესის” ფოტოგრაფი შა მარაი ქაბულში მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა.
ავღანეთის დედაქალაქში 2 აფეთქება მოხდა. პირველი მოტოციკლეტზე მჯდომმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 20 დაშავდა. კიდევ ერთი ტერაქტისას, სადაც ნაღმი აფეთქდა, დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის არიან TOLOnews და Al Jazeera-ს ჟურნალისტები. გარდაცვლილია პოლიციელი და 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთერთი ოლქის გუბერნატორის მოადგილე. სულ ორი ფეტქების შედეგად გარდაცვლილია 21 ადამიანი.

