მადრიდის ატლეტიკოს ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ ის ბარსელონასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. გრიზმანის თქმით მედიაში გავრცელებული ყველა ინფორმაცია სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება:
”ბარსელონასთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ. არ ვიცი ასეთი ინფორმაციები რატომ ვრცელდება. ატლეტიკოში ბედნიერი ვარ, თუმცა მომავალში რა მოხდება არავინ იცის”–განაცხადა ანტუან გრიზმანმა.
გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერზე უკვე ბევრი იწერება და ბევრი საფეხბურთო სპეციალისტი დარწმუნებულია რომ ზაფხულში გრიზმანი ბარსელონაში გადავა.

