ტეხასის შტატმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ მექსიკის საზღვართან ნაციონალური გვარდიის 250 ჯარისკაცი განალაგა. ისინი აშშ-მექსიკის საზღვარს გააკონტროლებენ.
ანალოგიური ზომები არიზონას შტატშიც გატარდება და საზღვარზე 150 ჯარისკაცი განთავსდება. შესაძლოა ამ ორ შტატს ნიუ-მექსიკო და კალიფორნიაც შეუერთდეს.
ტრამპის განცხადებით, სულ მექსიკის საზღვართან ნაციონალური გვარდიის 4.000 ჯარისკაცი განლაგდება, იმ დრომდე, სანამ აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა არ დასრულდება.
ნიუპოსტი

