აზერბაიჯანში ქართველი მძღოლი დაიღუპა – ავარია ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე

აზერბაიჯანში ქართველი მძღოლი დაიღუპა - ავარია ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზებაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე, მან-ისა და „კამაზის“ ტიპის სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი დაიღუპა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.

მედიის ინფორმაციით, მისი ცხედარი ადგილზე მისულმა მაშველებმა მანქანიდან ამოიყვანეს.

ავარიის შედეგად მან-ის სატვირთო ავტომობილში არსებული 50 ტონა ნავთობი დაიღვარა.

მომხდართან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგზაო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

პირველი