ბუსკეტსი რომასთან ითამაშებს

ბუსკეტსი რომასთან ითამაშებსბარსელონას საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი რომას წინააღმდეგ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. ბუსკეტსმა ტრავმა ჩელსისთან თამაშში მიიღო და 3 კვირა იძულებითი დასვენება მოუწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სერხიოს სევილიასთან შეეძლო თამაში, მაგრამ რისკის თავიდან ასარიდებლად, ის განაცხადის მიღმა დარჩა.

ბუსკეტსი წლების მანძილზე ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერი იყო და როდესაც კატალონიური გუნდი ბუსკეტსის გარეშე თამაშობს, მას ყოველთვის უჭირს კარგი შედეგის ჩვენება.