დაღუპული მაღაროელების შესახებ ოჯახის წევრებმა მაღაროსთან გაიგეს – ვიდეო

დაღუპული მაღაროელების შესახებ ოჯახის წევრებმა  მაღაროსთან გაიგეს - ვიდეოტყიბულში მინდელის მაღაროდან დაღუპული 6 მაღაროელის ცხედრის ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ. ადგილზე მაღაროელების ოჯახის წევრები მიდიან, როგორც imedinews-ის ჟურნალისტი ამბობს, მათ ადგილზე გაიგეს დაღუპულთა ვინაობის შესახებ.

დილის 4 საათზე ტყიბულში მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდელის შახტაში დაშავებული ორი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მესამეს ზედა კიდურის დაზიანება აქვს.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.