პრინცი ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის ქორწილის დღეს, ჰარის მეჯვარეობას საკუთარი ძმა, პრინცი უილიამი გაუწევს. ინგლისურ ენაში მეჯვარე კაცს “best man” ჰქვია, ანუ საუკეთესო კაცი, თუმცა “საუკეთესო” არ გულისხმობს სიძის საუკეთესო მეგობარს.
სიტყვის ორიგინალური წარმოშობა დაზუსტებით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ტრადიცია გერმანული ტომებისგან, გოთებისგან წამოვიდა. მიიჩნეოდა, რომ საუკეთესო ვარიანტია კაცმა ცოლი საკუთარი სოფლიდან მოიყვანოს, თუმცა თუ ქალის ნაკლებობა იქნებოდა, ის სხვა სოფელში უნდა წასულიყო. ეს არ იძლეოდა გარანტიას, რომ სხვაგან იპოვიდა მეუღლეს, ამიტომ ყველაზე რადიკალური მეთოდი გატაცება იყო.
ასეთ საქმეზე მარტო არავინ მიდიოდა, ამიტომ ირჩევდნენ გვერდით ისეთ დამხმარეს, რომელიც ყველაზე კარგად იქნევდა ხმალს, ჩხუბობდა და სწრაფად დარბოდა. აქედან წარმოიშვა სიტყვა best – საუკეთესო.
დღეს, მეჯვარეს მოვალეობა პატარძლის გატაცება და ახალდაქორწინებულების დაცვა არ არის, თუმცა მათი საქმეა ბეჭდებზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ სამეფო ოჯახში ტრადიციისამებრ ნიშნობის ბეჭედს არ ატარებენ.
რა შედის მეჯვარეს მოვალეობებში?
დაეხმაროს სიძეს შეარჩიოს ფრაკი ან კოსტიუმი. სამეფო ოჯახში, როგორც წესი ყველა კაცს სამხედრო სამსახურის ფორმა აცვიათ, ამიტომ პრინცი უილიამის საქმე ძმისთვის ტანსაცმლის შერჩევა სავარაუდოდ არ იქნება.
ქორწილის წინა ღამეს, კაცების გართობის საღამო მოაწყოს, სადაც სიძეს მარტოხელობის ბოლო დღეს დაემშვიდობებიან.
სათანადოდ მოამზადოს თავისი სიტყვა, რომელიც საქორწილო ვახშამზე უნდა თქვას.
დაამშვიდოს სიძე.
წვიმის შემთხვევაში, სტუმრებს ორგანიზებულად დაურიგოს ქოლგები.
წაიყვანოს სიძე ეკლესიაში და არ დაავიწყდეს ბეჭდები და ცერემონიის შემდეგ, პატარძლის მეჯვარესთან ერთად გამოვიდეს ტაძრიდან.
იცეკვოს პატარძლის მეჯვარესთან ერთად.
სტუმრების წინაშე მომზადებული ტექსტით წარდგეს.
პრინცი ჰარისა და კანადელი მსახიობის მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს გაიმართება.
იმედინიუსი