ერ ფრანსმა ფრენების 30% გააუქმა

ერ ფრანსმა ფრენების 30% გააუქმაავიაკომპანიამ Air France, თანამშრომელთა გაფიცვის გამო, ფრენების 30% გააუქმა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.

პილოტები და ეკიპაჟის წევრები ხელფასის მომატებას ითხოვენ და ამბობენ, რომ დამსაქმებელს მათთვის 2011 წლის შემდეგ ხელფასი არ მოუმატებია.

ცნობილია, რომ გაფიცულია ავიაკომპანიის პილოტთა 34%, ეკიპაჟის წევრთა 26.2% და მომსახურე პერსონალის 18.7%.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიის თანამშრომლები ასევე გეგმავენ გაფიცვას 17, 18, 23 და 24 აპრილს.

4 აპრილს საფრანგეთში რკინიგზის თანამშრომლებიც გაიფიცნენ. გაფიცვა ოთხმა პროფკავშირმა გამოაცახდა და ის 2-დღიანი იყო. მიზეზი ხელისუფლების გეგმები გახდა, რომელიც სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია SNCF-ის რეფორმას ითვალისწინებს. ხვალიდან ისინი კვლავ გეგმავენ გაფიცვას.

იმედინიუსი