ერნესტო ვალვერდე: ”ჩემპიონობა დავიმსახურეთ”

ერნესტო ვალვერდე: ”ჩემპიონობა დავიმსახურეთ”ბარსელონამ სტუმრად დეპორტივო დაამარცხა და ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე ოფიციალურად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ რომ ერთი კვირის წინ კატალონიელებმა ესპანეთის თასიც მოიგეს და ოქროს დუბლი შეასრულეს.

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს შედეგი დაიმსახურა:

”სეზონი წარმატებული გამოდგა და ეს ძალიან მიხარია, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში უკეთესად უნდა გვეთამაშა და რომასთან ასეთი მარცხი არ გვეპატიება. მომავალი სეზონი კიდევ უფრო წარმატებული უნდა იყოს”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ.