ლივერპულმა ბევრისთვის მოულოდნელად მანჩესტერ სიტის ბარიერი საკმაოდ იოლად დაძლია და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. განმეორებით შეხვედრაში კლოპის ფეხბურთელებმა მრისხანე მეტოქე 2:1 დაამარცხეს და მატჩის შემდეგ კლოპი თავის ემოციებს არ მალავდა:
”ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. მათ ორივე შეხვედრა იდეალურად ჩაატარეს და ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დავამარცხეთ. ჯერჯერობით შორს არ ვიყურები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეგვიძლია”–განაცხადა იურგენ კლოპმა.
ლივერპულის მეტოქე ნახევარფინალში პარასკევს გაირკვევა.

