მანჩესტერ სიტის ბელგიელმა ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა ლივერპულთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი არ გამოიყურებოდა კარგად და მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა:
”არ მესმის რატომ მოხდა ასე, მაგრამ ლივერპულმა ყველაფერში გვაჯობა. მეორე ტაიმში თითქოს გამოვასწორეთ თამაში, თუმცა სახეირო ვერაფერი შევქმენით. ლივერპული ძლიერი გუნდია და მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. განმეორებით შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ”–განაცხადა დე ბრუინმა.
განმეორებითი მატჩი 10 აპრილს გაიმართება.

