ხანძარი კიევის ქუჩაზე – 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ხანძარი კიევის ქუჩაზე - 1 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდათბილისში, კიევის ქუჩაზე ხანძრის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია მეხანძრეებმა შემთხვევის ადგილზე დაადასტურეს. ამის შესახებ 1tv წერს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთმა ადამიანმა ხელზე მსუბუქი დამწვრობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიევის ქუჩაზე ხანძარი საცხოვრებლის სახურავსა და მეორე სართულზე გაჩნდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, საცხოვრებელი სასტუმროდ იყო გადაკეთებული და ხანძრის დროს შენობაში უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 200 კვ.მ ფართობი. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავსა და მეორე სართულს გაუჩნდა.

ამ დროისთვის, ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

იმედინიუსი