ხონის რაიონში 37 წლის კაცს თავის საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დაეჯახა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველმა ნათელა ცაგურიამ განაცხადა, სამედიცინო დახმარების ავტომანქანას ცხენი გადმოუხტა, მძღოლმა საავარიო სიტუაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა და კაცს დაეჯახა. მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა სამტრედიის რაიონის საავადმყოფოს კატასტროფის ცენტრს ეკუთვნის.

