მამაკაცს საპირფარეშოში ჩაეძინა – რა მოხდა რესტორან “მადაგონში”

მამაკაცს საპირფარეშოში ჩაეძინა - რა მოხდა რესტორან "მადაგონში"რესტორან “მადაგონთან” 7 აპრილს გვიან ღამით საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

მათი გამოძახება რესტორანში სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ გახდა საჭირო. არსებული ინფორმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 25 წლამდე მამაკაცი საპირფარეშოში შევიდა და დაეძინა, რომ გაიღვიძა, აღმოჩნდა, რომ რესტორანში მარტო იყო და შენობიდან გამოსვლას შეეცადა, როდესაც სიგნალიზაცია ჩაირთო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მამაკაცი გაჩხრიკეს, დარწმუნდნენ რომ ქურდობის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა და სახლში გაუშვეს.

ინფორუსთავი