მარკ ჯეიკობსმა მეგობარ ბიჭს ხელი სთხოვა. დიზაინერმა მეორე ნახევარს ფლეშმობი რესტორანში სადილობისას მოუწყო. ამის შესახებ Independent-ი წერს.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ფლეშმობის შემდეგ წყვილმა ერთმანეთს აკოცა და აუდიტორიის ოვაციებიც დაიმსახურა.
ვიდეომ სოციალურ ქსელში პოპულარობა მალევე მოიპოვა და გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში 120.000-ზე მეტი ნახვა დააგროვა.
https://www.instagram.com/p/BhLQeXIhIJm/?utm_source=ig_embed