მესი შესაძლოა ლეგანესთან დაასვენონ

მესი შესაძლოა ლეგანესთან დაასვენონბარსელონას ლიდერმა ლიონელ მესიმ შესაძლოა ლეგანესთან შეხვედრა გამოტოვოს და ამის მიზეზი ის არის რომ ბოლო პერიოდში ლეომ ბევრი შეხვედრა ჩაატარა და მას დასვენება ესაჭიროება.

გარდა ამისა, ლეგანესთან მატჩი ბარსელონასთვის სავარაუდოდ რთული არ იქნება, ამიტომ მოსალოდნელია რომ მესიმ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს.

ლეგანესის შემდეგ ბარსელონა რომას წინააღმდეგ ჩაატარებს მატჩს, ხოლო ამის შემდეგ კი საკუთარ მოედანზე ვალენსიას მიიღებს. ამჟამად ბარსელონა თავის უახლოეს მდევარს მადრიდის ატლეტიკოს 9 ქულით უსწრებს.