საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგანგებო ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს გადასარჩენად გაერთიანებისა და ერთად ბრძოლისკენ მოუწოდებს.
– სანამ ქვეყანა ღატაკდება, ხალხი შიმშილობს, კრიმინალი ბობოქრობს და მეშახტეები იღუპებიან, ოლიგარქი ივანიშვილი ითვისებს ყველა ბიზნესს და ცინიკურად ერთობა ხეების თრევით და ეკოკატასტროფას აწყობს!
ივანიშვილი არის სახელმწიფოს მტერი. ამიტომ მე მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას – სანამ დროა გადავდოთ განსხვავებები და გავერთიანდეთ. ჩვენ გამოგვივა დიდი ცვლილებების მოხდება.
გავერთიანდეთ და დავასრულოთ ივანიშვილის ოლიგარქია! – აცხადებს სააკაშვილი თავის მიმართვაში.
ნიუპოსტი
https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1908038149226557/

