მოსკოვის სასამართლოს განჩინების საფუძველზე 30 მარტს მილიარდერი ზიავუდინ მაგომედოვი დააკავეს. მას ბრალად ედება თაღლითობა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სასამართლომ 2.5 მილიარდი რუბლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე მაგომედოვს უარი უთხრა. თავად ბრალდებული დანაშაულს “კატეგორიულად უარყოფს”. მოგვიანებით, მისი ძმა მაგომედ მაგომედოვიც დააკავეს, რომელიც ასევე არ აღიარებს ბრალს.
ზიავუდინ მაგომედოვი საჰოლდინგო კომპანია “Сумма”-ს მფლობელია, ის მდიდარი რუსი ბიზნესმენების ასეულშიც შედის.
მაგომედოვი 30 მარტს, დაკითხვის შემდეგ დააკავეს. როგორც ირკვევა, მას ბრალად ედება, დანაშაულებრივი ჯგუფის გამოყენებით, 2.5 მილიარდი რუბლის მითვისება. როგორც რუსული მედია წერს, საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება კალინინგრადში სტადიონ “არენა ბალტიკის” მშენებლობას. ასევე სამართალდამცველებისთვის ეჭვის საბაბი გახდა ნოვოროსიისკის პორტის შეძენა (რომელზეც ამბობენ, რომ საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად იყიდა); ასევე 2007 წელს ურალსა და აღმოსავლეთ პერიფერიებზე ქსელის დასაფარად, მაშინ ნაკლებადცნობილი სატელეკომუნიკაციო კომპანია Сумма-Телеком-ის კონკურსში გამარჯვება.
მაგომედოვის ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარე მათ კლიენტს ფაქტობრივად საინვესტიციო ჯგუფის “Сумма”-ს ხელმძღვანელობას ედავება, რომელშიც რამდენიმე ისეთი კომპანიაა ჩართული, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაში არიან შემჩეულები.
Forbes-ს ზიავუდინ მაგომედოვის ქონება 1.4 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული.
იმედინიუსი

