მწყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელი მაშველებმა გადმოასვენეს

მწყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელი მაშველებმა გადმოასვენესდღეს 08:00 საათზე განახლდა სამაშველო ღონისძიება სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე 3.600 მეტრ სიმაღლეზე დაზიანებული ალპინისტების ევაკუაციის განსახორციელებლად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეტეოსადგურიდან ვერტმფრენით ჩამოყვანილ იქნა ორი მოქალაქე.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე ინფორმაციით, ბელგიის სამეფოს გარდაცვლილი მოქალაქე 4.900 მეტრის სიმაღლიდან უკვე გადმოასვენეს.

ნიუპოსტი