სკრიპალებს ვინაობის შეცვლას და აშშ-ში ცხოვრებას სთავაზობენ

სკრიპალებს ვინაობის შეცვლას და აშშ-ში ცხოვრებას სთავაზობენყოფილ ჯაშუშ სერგეი სკრიპალს და მის შვილს იულიას მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვას, ვინაობის შეცვლას და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას სთავაზობენ. ამის შესახებ ბრიტანული Mirror-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს შორის ამის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, რომ იულია და სერგეი სკრიპალები უახლოეს ხანში ჩვენების მისაცემად მზად იქნებიან. იულიამ რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ამასთან სერგეი სკრიპალი გამოჯანმრთელდა. მედიკოსების განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის.  უკეთ გახდა ასევე იულია სკრიპალიც.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი ნერვულ-პარალიტიკური საწამლავი “ნოვიჩოკით” მოწამლეს.

ოფიციალური ლონდონი ირწმუნება, რომ “ნოვიჩოკის” ლაბორატორია სარატოვის რეგიონის ქალაქ შიხანში მდებარეობს.

5 აპრილს სკრიპალების საქმეზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა შეიკრიბა.

იმედინიუსი