გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ისტორიულ ცენტრში, ღია კაფეში სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა და მაგიდებს გადაუარა. გარდაცვლილია 3 მოქალაქე, დაშავდა 20-ზე მეტი, რომელთა შორის 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
თავდამსხმელმა, რომელიც გერმანული მედიის ცნობით, 49 წლის ფსიქიურად ავადმყოფი გერმანელია, თავი მოიკლა. მის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. გერმანიის მთავრობამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მისცა. კანცლერმა ანგელა მერკელმა ტრაგიკული ინცინდენტი უწოდა და მწუხარება გამოთქვა.

