თელ ავივი-ბათუმის თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდა

თელ ავივი-ბათუმის თვითმფრინავი ქუთაისში დაჯდაძლიერი ნისლის გამო თელ ავივიდან ბათუმის მიმართულებით მომავალი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მათი ცნობით, “არტიის ავიახაზების” თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრინდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ბათუმი-თელ ავივის რეისი მოგვიანებით შესრულდება.

იმედინიუსი