ტოტენჰემში პოჩეტინოს ხელფასს გაუზრდიან

ტოტენჰემში პოჩეტინოს ხელფასს გაუზრდიანტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ბევრი სხვა გუნდის ინტერესის სფეროში მოექცა, ამიტომ ტოტენჰემი აპირებს მისთვის ხელფასის გაზრდას და მომავალ წელს პოჩეტინოს წლიური ანაზღაურება 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება ამაზე მეტი მხოლოდ ანტონიო კონტეს და ჟოზე მოურინიოს აქვთ.

პოჩეტინო უკვე რამდენიმე წელია ტოტენჰემში მუშაობს და მისი ხელმძღვანელობით ტოტენჰემი ყველა სეზონში სტაბილურად კარგ შედეგს აჩვენებს. თვითონ პოჩეტინომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ტოტენჰემში ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს.