ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა სექსუალური და ფინანსური სკანდალის გამო, რომელშიც გახვეულია შვედეთის აკადემია, რომელიც პასუხისმგებელია ამ პრემიის მინიჭებაზე, _ აღნიშნული განცხადება შვედეთის აკადემიაში გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ გასული კვირების განმავლობაში აკადემიის ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა.
ბოლოს ლიტერატურაში ნობელის პრემიის გაცემა 1943 წელს გადაიდო. კრიზისი ჟან-კლოდ არნოს უკავშირდება, შვედეთში კულტურის სფეროში წამყვან ფიგურასა და აკადემიის ერთ-ერთი წევრის კატარინა ფროსტენსონის მეუღლეს.
ჟან-კლოდ არნოს ბრალს სდებენ სექსუალურ შევიწროვებაში.
აღსანიშნავია, რომ შვედეთის აკადემიას ასევე აკრიტიკებენ ინტერესთა კონფლიქტის გამო, რაც უკავშირდება კულტურულ ცენტრ Kulturplats Forum-სთვის დაფინანსების უზრუნველყოფას, რომელსაც ჟან-კლოდ არნო და კატარინა ფროსტენსონი მართავენ.
ყველა სიახლე