ალექს ფერგიუსონს ტვინის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს

ალექს ფერგიუსონს ტვინის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია. BBC-ის ცნობით, მას ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.

ფერგიუსონი 27 წლის განმავლობაში (1986-2013 წლებში) საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობისას მან მრავალი ტიტული მოიპოვა და მრავალი რეკორდი მოხსნა. ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია.

იმედინიუსი