ანტუან გრიზმანი ბარსელონაში გადასვლას უახლოვდება

ანტუან გრიზმანი ბარსელონაში გადასვლას უახლოვდებამადრიდის ატლეტიკოს ფორვარდი უკვე აღარც მალავს რომ სხვა გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ეს გუნდი სავარაუდოდ ბარსელონაა. გრიზმანის ცოლი რამდენიმე დღის წინ ბარსელონაში შენიშნეს, სადაც ის სახლს ეძებდა, სავარაუდოდ ეს გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერს უკავშირდება.

ბარსელონა გრიზმანში სავარაუდოდ 100 მილიონ ევროს გადაიხდის და ზაფხულის დასაწყისში ეს ტრანსფერი ოფიციალური გახდება. ატლეტიკოს მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ აღიარა რომ გრიზმანს სხვა კლუბში სურს გადასვლა, ამიტომ ყველაფერი ცხადია და ზაფხულში გრიზმანი ბარსელონას ფეხბურთელი გახდება.