ავარია თელავში – დაიღუპა 70 წლის კაცი

ავარია თელავში - დაიღუპა 70 წლის კაციმსხვერპლით დასრულდა გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარია. სოფელ ფშაველში, საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული 70 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ავარიის დროს დაშავებულ ერთ პირს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე ჩაუტარდა.

ნიუპოსტი