ბერლუსკონი: ”მზად ვარ, იტალიის პრემიერი გავხდე”

ბერლუსკონი: ”მზად ვარ, იტალიის პრემიერი გავხდე”იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „ფორცა, იტალიას“ ლიდერი 81 წლის სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ მზად არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდეს, თუ პრეზიდენტი სერჯიო მატარელა პარლამენტს მის კანდიდატურას წარუდგენს.

– მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის მანდატი მემარჯვენე-ცენტრისტულ კოალიციას უნდა მიეცეს, რათა მათ საკუთარი პროგრამა წარმოადგინონ. ჩვენ შევძლებთ ხმათა უმრავლესობის მიღებას და დიდი ხნით მოვალთ მთავრობაში, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან, ბერლუსკონი ამბობს, რომ მისი გამოცდილება ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

– სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც მთავრობაში ყოფნის 9-წლიანი გამოცდილება და „შვიდეულსა“ და „რვიანში“ სამჯერ თავმჯდომარეობის გამოცდილება აქვს, რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ ხელმისაწვდომია საჯარო სამსახურისთვის. ჩვენ პიროვნებების დეფიციტი გვაქვს, ამიტომ მე მზად ვარ და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელიც სილვიო ბერლუსკონის შეედრებოდა, – აღნიშნა იტალიის ყოფილმა პრემიერმა ბერლუსკონიმ.