ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში ცეცხლმოკიდებული მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ ადგილობრივ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press იუწყება.
მისი ინფორმაციით, შემთხვევას, სავარაუდოდ, მოჰყვა მსხვერპლი, თუმცა დაღუპულთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ფორმალურად შენობა პოლიციას ეკუთვნოდა, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ის მიტოვებული იყო და მასში თვითნებურად შესახლებული პირები ცხოვრობდნენ.
რამდენი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო შენობაში ხანძრის გაჩენისა და ჩამონგრევის მომენტში, უცნობია.
ინტერპრესნიუსი

