ბრიტანელი მილიარდერი რუსი ჯაშუში აღმოჩნდა

ბრიტანელი მილიარდერი რუსი ჯაშუში აღმოჩნდამილიარდერი და კვლევების ცენტრი Legatum Institute-ის დამაარსებელი კრისტოფერ ჩანდლერი რუსულ დაზვერვასთან თანამშრომლობს, ამის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატმა, კონსერვატიული პარტიის წევრმა რობერტ სილიმ განაცხადა. ჩანდლერი საფრანგეთის დაზვერვის ინტერესის ობიექტი 2002 წლიდან იყო, – განაცხადა სილიმ თემთა პალატის სხდომაზე გამოსვლისას.

მას აკვირდებოდნენ და დაზვერვის შედეგები მონაკოს უშიშროების სამსახურმა ბრიტანელ პარლამენტარებს გადასცა. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით სილიმ დაასკვნა, რომ ჩანდლერი რუსეთის ჯაშუშია.

Legatum Institute ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის მკაცრ სცენარს ამზადებდა, რომლის დროსაც შეიმჩნევა კრემლის ჩარევა ინსტიტუტის საქმიანობაში.